საგადასახადო კოდექსი და rs.ge პორტალის მოხმარება, ეს იყო ტრენინგის თემა, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა. ბორჯომში გამართულ ტრენინგს ის მცირე გრანტების მფლობელები ესწრებოდნენ, რომლებიც გარემოსდაცვითი აქტივობების წახალისებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები გახდენენ, მათ ასევე შეუერთდნენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. პროე ქტს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი, ორგანიზაცია ნაკრესთან და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან პარტნიორობით, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.