გუშინ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში სახალხო თეატრმა სპექტაკლის "ყვარყვარეს" ჩვენება გამართა.ბორჯომის სახალხო თეატრის სპექტაკლმა 23 ოქტომბერს გორში გამართულ სახალხო თეატრების ფესტივალზე ჟიურის მოწონება და მადლობის სიგელი დაიმსახურა.მსახიობ სოსო გელაშვილს კი მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცა.