დაბა წაღვერში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. მიმდინარეობს სასმელი წყლისა და გზის რეაბილიტაცია. სამუშაოებს შპს „ბილდ ინდუსტრი“ ასრულებს. გზის 2 კილომეტრნახევრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულება ნოემბერში იგეგმება. რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას,კომპანია სამუშაოების დასრულებას ზაფხულში გეგმავს.