ხვალ, 29 ოქტომბერს დილის 8:00 საათიდან 18:00 საათამდე ბორჯომს ბუნებრივი აირის მოწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" ქართლის რეგიონალური ოფისის, ბორჯომის სერვის ცენტრი ავრცელებს. ბუნებრივი აირის შეწყვეტა მთავარ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.