პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა ბორჯომში საანგარიშო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურების თანამშრომლები და პედაგოგები. ადგილობრივებს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, მოადგილე გედევან ფოფხაძე და კომიტეტის სხვა წევრები შეხვდნენ. შეხვედრის ორგანიზატორი იყო ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).