საქართველოში მალე ორი ახალი რადიო დაიწყებს მუშაობას. მარნეულისა და გორის მცხოვრებლებს ახალი ამბების მიღება, ასევე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, სათემო რადიოების საშუალებით შეეძლებათ, რომელიც პროექტის „საქართველოს სათემო რადიოების“ ფარგლებში ჩამოყალიბდება. იმისათვის, რომ აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა მუშაობა ეფექტურად შეძლონ, დამწყები ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ტრენინგი ჩატარდა. პროექტს “სტუდია რე“ და ბრიტანეთის ტრენინგების მედია ცენტრი, ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.