ბორჯომის სახალხო თეატრის მსახიობი სოსო გელაშვილი მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დააჯილდოვეს, ხოლო ადგილობრივ დასს ფესტივალის ლაურეატობის წოდება მიენიჭა.
ბორჯომის სახალხო თეატრმა გორში გამართულ საქართველოს
სახალხო თეატრების ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
ადგილობრივმა თეატრმა მაყურებლის წინაშე წარმოადგინა სპექტაკლი
სახელწოდებით „ყვარყვარე“.
ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა 23 ოქტომბერს გახდა ცნობილი.