მძღოლებს განსაკუთრებით ზაფხულში დამსვენებლების მატების დროს უჭირთ ქალაქის ცენტრში მანქანის გაჩერება. მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ დაახლოებით ერთ კვირაში რუსთაველის მოედანზე მშენებარე სკვერთან შეეძლებათ მძღოლებს მანქანის გაჩერება. 2016 წლიდან კი პარკინგისთვის სხვა ადგილების გამოყოფაც იგეგმება.