სამძებრო სამუშაოები ბორჯომი-ხაშურის მონაკვეთზე, მდინარე მტკვარში მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, 1978 წელს დაბადებული ხვიჩა მურაჩაშვილი ბორჯომში სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადახტა. შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებით, დაკარგულის კვალს ვერსად მიაკვლიეს. ლევან ხუციშვილის თქმით, სამძებრო სამუშაოებს მაშველები მომდევნო დღეებშიც გააგრძელებენ.