ადგილობრივ ტელევიზიასა და რადიოს ახალი ამბების მისაღებად გამოკითხულთა 48% იყენებს. ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას გამოკითხულთა 27% მეგობრებისგან და მეზობლებისგან გებულობს. საზოგადოებრივ შეხვედრებს ინფორმაციის მისაღებად 21% იყენებს. 15%-თვის კი ინფორმაციის მიღების წყარო ადგილობრივი გაზეთები და ჟურნალებია.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10
სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი,
პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე
გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC-საქართველო
ატარებს.