ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57% საკუთარი ქალაქის გამგეობის საქმიანობის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს,გამოკითხულთა 34% გარკვეული ინფორმაცია აქვს,ხოლო 6% მისი ქალაქის გამგეობის საქმიანობის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს.NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს