ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს,რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ბიუჯეტის ხარჯვისას არის გზები,ყველაზე პრიორიტეტული კი წყალმომარაგება.ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად გამოკითხულთა 23% გაზმომარაგებას,20% გარემოს დაბინძურებას,15% კანალიზაციას,14% ნაგვის შეგროვებას,სუფთა ქუჩებს პარკებს და გამწვანებას,12% საგზაო მოძრაობას,9% კი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქუჩის განათებას ასახლებს.ბიუჯეტის ხარჯვისას ყველაზე პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ საკითხად გამოკითხულთა 19% წყალმომარაგებას ასახელებს.NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.