ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ არ იცის ვინ არის საკრებულში მისი მაჟორიტარი დეპუტატი. ამ კითხვაზე 12%-მა არასწორი პასუხი გასცა, კითხვაზე სწორი პასუხი მხოლოდ 16%-მა იცოდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10
სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი,
პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე
გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC-საქართველო
ატარებს.