ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის
თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ 2014 წლის ივნისის
შემდეგ ქალაქსა, თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე
დარჩა.
გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2014
წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები მის ქალაქში/სოფელში
გაუმჯობესდა, 47% - იგივე დარჩა, 43% - გაუარესდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის
პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ
ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე
გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC-საქართველო
ატარებს.
აღნიშნული კვლევა ძირითადად, ადგილობრივ თვითმმართველობების
საკითხებზეა ორიენტირებული. კვლევის მეორე ნაწილი კი, რომელიც
პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს,
ხუთშაბათს გამოქვეყნდება.