ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მეწყერული და ღვარცოფული მოვლენების საშიშროების რისკის მიხედვით მესხეთ-ჯავახეთის რეგიონში გამორჩეულ ადგილს იკავებს. არსებობს საცხოვრებლად საშიში ზონები. იმის გამო, რომ საფრთხე კატასტროფად არ იქცეს, განათლების სისტემაში ამ კუთხით აქტივობები ხორციელდება. სიმულაციები და გაკვეთილები ტარდება საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში. ბორჯომში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების ქრონიკა და მისი შედეგები, ნახეთ ნინო ვართაპეტიანისა და გიორგი სამსონიძის სიუჟეტში.