გაზზე მომუშავე ავტომანქანების ინსპექტირება სავალდებულო გახდა. მძღოლებმა საკუთარი ავტომანქანა 1 აპრილამდე უნდა შეამოწმებინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდებიან და გაზგასამართ სადგურზე ბუნებრივი აირის დატუმბვის უფლებით შეიზღუდებიან. ახალ რეგულაციას ბორჯომში მძღოლები აფასებენ.