ფონდთან "ჩვენი ბორჯომისათვის" არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი ჩარხისწყალზე, #1 ჩამომსხმელი ქარხნის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში გადავიდა. ახალი სასწავლო წლის დაწყებას ცენტრი სიახლეებით შეხვდა. დაემატა ახალი საგნები, ასევე წარმატებული მოსწავლეები ოქტომბერში ტაო-კლარჯეთს მოინახულებენ. ახალი ოფისის გახსნას ესწრებოდნენ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ხელმძღვანელები, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი და სხვა სტუმრები. მათ #1 ჩამომსხმელი ქარხანაც დაათვალიერეს.