8 ოქტომბერს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებით კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს №1 ჩამომსხმელ ქარხანაში, განხორციელდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტი. ვიზიტის მიზანია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ ახალი N1 ჩამომსხმელი ქარხნის დათვალიერება, წარმოების პროცესის გაცნობა და დაგეგმილი პროექტების შესახებ დიპლომატებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
EUGBC რეგულარულად ახორციელებს მის წევრ ბიზნეს კომპანიებში ანალოგიურ ვიზიტებს, რომლებშიც ჩართული არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სამეზობლო რეგიონის წევრი ქვეყნების ელჩები და საელჩოების ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი დიპლომატები, ასევე ქართული მედიის წარმომადგენლები. ვიზიტების მიზანია, კომპანიის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დიპლომატიური ქსელის მეშვეობით და ქართული საზოგადოების ფართო სპექტრისთვის კომპანიების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.