ბორჯომში მცხოვრები ბუნებრივი აირით მოსარგებლე აბონენტები გახარჯული გაზის საფასურს ელექტრონული ფორმითაც მიიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია გადასახადის შესახებ აბონენტს ელექტრონული ფოსტის ან SMS-ის საშუალებით მიუვა. სოკარ ჯორჯია გაზი ამ სიახლით ქვითრების ოჯახებში მიტანას არ შეწყვეტს. კომპანიამ აბონენტებთან შეთანხმება ელექტრონული ფორმით ქვითრის მიწოდების შესახებ ერთი კვირაა დაიწყო. ეს შეთანხმება მუნიციპალიტეტში 11 000 აბონენტთან უნდა მოხდეს.