გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურთან ერთად განხორციელებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, არარეგისტრირებული სახერხი საამქროს მფლობელის მიერ სამარალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ საკირეში ხე-ტყის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული სახერხი საამქროს განმეორებითი შემოწმებისას, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ უკვე დალუქული იყო, ლუქი დაზიანებული აღმოჩნდა.
სამართალდამრღვევმა თვითნებურად ახსნა ლუქი და რამდენიმე კვირის მანძილზე უკანონო საქმიანობას ეწეოდა. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე - ტყე (მორი).
განხორციელდა სახერხი დანადგარის დემონტაჟი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შესაბამის ორგანოს.