არდაგნის დასახლებაში, აკაკი ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლები სამანქანო ხიდისა და გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. დაზიანებული სავალი ნაწილის გამო გადაადგილება როგორც ფეხით მოსიარულეებს ისე მძღოლებს უჭირთ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ხარჯები მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.