ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობა 2 თვეა მიმდინარეობს. 800 კვადრატული მეტრი ფართობის ორსართულიანი შენობის მშენებლობა წლის ბოლოს, 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ორნამენტი“ ასრულებს. აღნიშნული კომპანია შენობის ეზოს მოპირკეთების ჩათვლით ყველა სამუშაოე შეასრულებს. სამუშაოების სრული ღირებულება 1 469 777 ლარია. ახალ იუსტიციის სახლში იუსტიციის სამინისტროს სერვისები სისტემურად იქნება თავმოყრილი და მომხმარებელს მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს. საბოლოოდ შენობის ფასადი ასეთ სახეს მიიღებს