სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში სოფლის სახლები ჩამოყალიბდება, სადაც ფერმერებს საშუალება ექნებათ სოფლის მეურნეობის საკითხებზე კონსულტაციები მიიღონ. ამ კუთხით ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროექტის სამიზნე რეგიონების წარმომადგენლებისათვის ტრენინგებს ბორჯომში მართავს. პროექტს „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს.