დაბაში 80 ჰექტარი აღდგენილი ტყე, ბიომეურნეობის პრაქტიკა სოფლებში, განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურა და გარემოსდაცვითი განათლება - ამ შედეგებით სრულდება 2008 წლის აგვისტოში გადამწვარი ტყის აღდგენის პროგრამა. გარემოს დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა აღდგენილი ტყის მონაკვეთი დაათვალიერეს და სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგები დარგეს. წაღვერში ასევე მოეწყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზრობა. ამის შემდეგ კი ეკო-სოფლის მდგრადი განვითარების შესახებ დისკუსია გაიმართა.