ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის დაზიანებული ხიდი შესაძლოა ოქტომბრის ბოლომდე აღადგინონ. მიუხედავად იმისა, რომ ხიდის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა პრობლემის მოგვარებას სხვა გზით შეეცდება. ხიდის აღსადგენად პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. სიუჟეტი სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხიდის სრულ რეაბილიტაციას ითხოვდა ტ/კ „ბორჯომმა“ მიმდინარე წლის ივლისში მოამზადა. კორტანეთში მცხოვრებლები მაშინ ამბობდნენ, რომ ხიდზე გადასვლა რისკის ფასად უწევდათ. ეს ხიდი ერთადერთი სამანქანო გზაა, რომელიც კორტანეთს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს.