ეწინააღმდება თუ არა ევროინტეგრაცია ქართულ ტრადიციებს - დისკუსია ამ საკითხზე ახალციხეში გაიმართა.
რას მოუტანს ქვეყანას ევროპასთან ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა, თავისუფალი ვაჭრობა და სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი რეფორმა.
აღნიშნულ თემებზე რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის და მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.