ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მექანიზმის დანერგვა, ეს არის ტრენინგის თემა, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ბორჯომში ატარებს. თიანეთის საკრებულო პირველია საქართველოში, სადაც გენდერული თანასწორობის საბჭო ჩამოყალიბდა. მოწვეული ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სამი დღის განმავლობაში გააცნობენ ინსტიტუციური მექანიზმის მნიშვნელობას და სტრუქტურას, ასევე გაუზიარებენ ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილებას და საჭირო მიდგომებს. პროექტი "გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით", ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით ხორციელდება.