სანატორიუმ "ბორჯომში" მცხოვრები დევნილები რამდენიმე დღეა სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილი. არასაკმარისი დებეტის გამო წყალი ზედა სართულებამდე ვერ აღწევს. საკანალიზაციო სისტემა, კი რომელსაც რამდენიმე თვის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა ისევ დაზიანდა. იძულებით გადაადგილებული პირები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრობლემის მოგვარების მიზნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. სამინისტროს წარმომადგენლები დევნილთა პრობლემებს დღეს ადგილზე მაშინ გაეცნენ, როდესაც ტელეკომპანია "ბორჯომი" მათ აღნიშნულ თემაზე კომენტარის ჩაწერის მიზნით დაუკავშირდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილებს პირობა მისცეს, რომ არსებულ ხარვეზებს სამშენებლო კომპანია გამოასწორებს.