სოფელ ყვიბისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები 1 ოქტომბერს უნდა დაასრულოს. მშენებელი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ ვადებში ვერ ჩაეტევა და მუნიციპალიტეტს სამუშაოების გასაგრძელებლად დროის დამატებას სთხოვს. რაებილიტირებული ბაღით 70 აღსაზრდელი ისარგებლებს.