ამჟამად ტაძრისის ტყეში 3 კერის ლიკვიდაცია მიმდინარეობს. ადგილზე ისევ მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბორჯომისა და სხვა რეგიონების სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ცეცხლის ჩაქრობას უკვე მე-3 დღეა 160-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. პრობლემები რთულმა რელიეფმა გამოიწვია.
როგორც ტაძრისის თემის რწმუნებულმა - თამაზ ჩუტკერაშვილმა ტელეკომპანია "ბორჯომთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, თუმცა სრულ ლიკვიდაციას დრო სჭირდება.