დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები განხორციელდება, რომელიც დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შეუწყობს ხელს. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს სტუმრობდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილიც.