ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა რეგიონის 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ადგილობრივებთან ერთად უკვე მეორე დღეა ცეცხლის ჩაქრობას სამუშაო იარაღებით ცდილობენ. ტექნიკის მისვლა ადგილამდე რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. გადამწვარი ტყის ფართობთან დაკავშირებით, მეხანძრეები და ადგილობრივები ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ.