საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა პასპორტის აღება ნებისმიერ ფილიალში შეუძლია. განაცხადის შეტანის შემდეგ მსურველი პასპორტს 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს. დაჩქარებული წესით კი დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით აქცია დღეიდან დაიწყო და 21 ოქტომბერს დასრულდება.