როგორია ხელოვანი ადამიანების თვალით დანახული მიტარბი. კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო"-ს ახალი პროექტის ფარგლებში მიტარბს მხატვრები, ფოტოგრაფები, მწერლები, ჟურნალისტები და ბლოგერები ესტუმრნენ. პროექტის ფარგლებში მათ მიტარბის მინერალური წყლის ჭაბურღილის მიმდებარე ტერიტორია მოინახულეს. ადგილზე შეიქმნა ფოტონამუშევრები და ნახატები.