დღეს დაახლოებით 11 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში. სოფელ რველში, მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა მოსახვევში ამოტრიალდა და LAND ROVER-ის მარკის ჯიპს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ დაშავებულა.