მოახლოებული ზამთარი და საშეშე მერქნის მოპოვება იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე. საშეშე მერქნის მოპოვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა ციხისჯვრის დეპუტატმა თედორე ილიევმა. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა მეტყევემ ლევან თედიაშვილმა კი განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პრობლემები არ არსებობს.