ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონებში მოქმედი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხუთი გრანტი გაიცა. პროექტი მიზნად ისახავს ამ ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდას და რეგიონში გარემოსდაცვითი აქტივობების წახალისებას. პროექტს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი, ორგანიზაცია ნაკრესთან და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან პარტნიორობით ახორციელებს.