პროფესიული განათლების მისაღებად მსურველთა რეგისტრაცია ისევე როგორც ყველგან, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრშიც მიმდინარეობს. ასაკის შეუზღუდავად, ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას საქართველოს 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტმა საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება. განათლების სამინისტროს მიერ რეგისტრაცია 27 სექტემბერს დასრულდება.