„დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“-ამ სახელწოდებით ხვალიდან დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია იწყება. აქციას, რომელიც 18-დან 21 სექტემბრამდე მოეწყობა, ბორჯომიც შეუერთდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამსახურების თანამშრომლებთან ერთად წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დილის 10 საათიდან დაასუფთავებენ. ნარჩენების გატანას დასუფთავების სამსახური უზრუნველყოფს. აქციის ორგანიზატორი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობაა“. აქციას შვედეთის მთავრობა აფინანსებს.