ბორჯომის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. სამივე გამარჯვებულს წარმატება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიულოცეს. საპრიზო მეორე ადგილი, პრიზი მომავლის მუსიკოსი და ლაურეატის წოდება - ეს კონკურსის შედეგად მიღწეული წარმატებებია. კონკურსი, რომელიც თურქეთში 6 დღის განმავლობაში გრძელდებოდა ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავის“ ეგიდით ჩატარდა. ახალგაზრდა მუსიკოსები სამომავლოდ ბათუმში გამართულ ფესტივალში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას.