დაბა ბაკურიანში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული თანხიდან დარჩენილი ეკონომიით 45 000 ლარით შიდა გზის მცირე მონაკვეთი დაიგო . დაგებული გზის ხარისხი აქ მცხოვრებლებს არ მოსწონთ. ხარისხით უკმაყოფილოა ადგილობრივი ხელისუფლებაც, მშენებელმა კომპანიამ გაფრთხილება უკვე მიიღო. სამუშაოების ჩაბარება ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული.