ბორჯომში სოფელ ცემში გზის დაახლოებით 2 კილომეტრიანი მონაკვეთი იგება. საკურორტო ზონაში არსებულ ამ სოფელში შიდა გზის პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. დღეს რეაბილიტაციის პროცესი მხარის გუბერნატორმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ისინი იმედოვნებენ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამ სოფელში ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.