საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები დღეს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა. რეგიონში ყველა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 14 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია. ოქტომბრის ბოლოს ყველა პროექტის ჩაბარება იგეგმება.