საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, მუნიციპალური
განვითარების ფონდთან ერთად წაღვერსა და ლიკანში წყალმომარაგების
სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მინისტრის პირველმა
მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა და მუნიციპალური
განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ
მოინახულეს.
პროექტი წაღვერსა და ლიკანში ძველი რეზერვუარის რეაბილიტაციას,
საქლორატოროს მოწყობას, ახალი ღია რეზერვუარის, მაგისტრალური
მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას
ითვალისწინებს.
წაღვერი-ლიკანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2015 წელს
დაიწყო და მისი დასრულება 2016 წლის გაზაფხულზე იგეგმება. სამუშაოების
დასრულების შემდეგ, წაღვერსა და ლიკანს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ
წყალმომარაგება და სასმელი წყლის ხარისხი. ახალი სისტემით მიმდებარე
სოფლების ტიმოთესუბნისა და სოფელ დაბის მოსახლეობაც ისარგებლებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB)
ფინანსური მხარდაჭერით ტარდება და მასზე 3 მილიონ ლარზე მეტია
გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში 120 ადამიანია დასაქმებული, მათი
უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.