სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს მიმართავს, რომ 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, წარმოთქვას ლოცვა ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო". ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
"ა.წ. 21 სექტემბერს მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს. ჩვენ, როგორც ღვთისმშობლის
წილხვედრი ქვეყნის შვილებს, გვმართებს მისდამი განსაკუთრებული
პატივისცემის გამოჩენა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ
დღეს, 12 საათზე, საქართველოს ყველა ტაძარში დაირეკება ზარი 12-ჯერ და
ყველამ, სადაც არ უნდა იყოს იგი, უნდა თქვას დედაღვთისადმი
სავედრებელი პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა: ,,მოწყალებისა კარი
განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო"...", - ნათქვამია
განცხადებაში.
ამავე დღეს, 12:00 საათზე, მოხდება ჯვრის აღმართვა მახათას
მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის
ტაძარზეც.