გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონში, ახალდაბასთან მოქალაქის ავტომობილის ძარზე განთავსებული უკანონო პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) აღმოაჩინეს. უკანონო ფიცარი აღმოაჩინეს სოფელ ტაძრისშიც. ფიცარი საფინანსო სააგენტოში გადაიგზავნა.
სოფელ ყვიბისში კი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონო სახერხი საამქრო და 12 ცალი მრგვალი მორი აღმოაჩინეს. აღნიშნული სახერხი დანადგარი დაილუქა და გადატანილია საფინანსო სააგენტოში. სამივე შემთხვევაზე შედგენილია შესაბამისი ოქმი.
.