საქართველოში რეგიონული განვითარების პროგრამა დაიწყო
პროექტი თემისა და თვითმმართველობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი რეგიონის განვითარებისთვის პრიორიტეტები თავად განსაზღვროს.
პროგრამა, საპოლოტე პროექტით, ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს.
პროექტს ევროკავშირი 3 მილიონი ევროთი აფინანსებს და ის ევროპის სამეზობლო პროგრამის „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ ( ENPARD) ფარგლებში განხორციელდება.