სარემონტო სამუშაოების გამო დღეიდან არ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ბაკურიანის საჯარო სკოლაში. სასწავლო პროცესი აქ 1 ოქტომბრამდე გადაიდო. სკოლაში შეიცვალა ფანჯრები, სახურავი. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, მიმდინარეობს ოთახებისა და იატაკის მოპირკეთება. სკოლის რეაბილიტაციისათვის თანხები განათლების სამინისტრომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო.