გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში უკანონოდ მოპოვებული ნაძვის სახეობის 5 მ3 მრგვლი მორი აღმოაჩინეს.
სამართალდამრღვევის ვინაობა დაუდგენელია. შედგენილია შესაბამის აქტი.
ამავე სოფელში საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონო სახერხი სააქმრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული სახერხი დანადგარი დალუქეს.