ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ცეცხლი სოფელ წინუბნის მიმდებარე ტყეში გუშინ გაჩნდა. ადგილზე მუშაობენ ეროვნული პარკის რეინჯერები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ასევე თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიუვალი ადგილის გამო სამუშაოებში ტექნიკის ჩართვა ვერ ხერხდება. მის ლოკალიზებას სამუშაო იარაღებით ცდილობენ. მოსახლეობამდე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლი 1 ჰექტარ ტყის ფართობზეა გავრცელებული. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.